„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წასვლას არ აპირებს.
შესაბამისად, მან უარყო გავრცელებული ხმები, რომ „სიტის“ კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვებს.
„10 წელიწადში ცხრა ტიტული ცუდი არ არის! მათ ეს იციან, არ სჭირდებათ ჩემი წასვლის ლოდინი. ასე რომ, 19 ტიტული და 10 წელიწადში მეოცე ტიტულისთვის ბრძოლა... ცუდი არ არის. ჩემი წასვლა? აბსოლუტურად არა! შანსი არ არის. კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაქვს“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან უდგას სათავეში. ბრიტანულ მედიაში წერენ, რომ თუ ის გუნდიდან წავა, „სიტის“ იტალიელი ენცო მარესკა ჩაიბარებს, მაგრამ პეპმა წასვლა გამორიცხა, ყოველ შემთხვევაში, მედიასთან.





