ჟოზე მოურინო მადრიდის „რეალში“ ბრუნდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელმა გუშინ უარყო ესპანურ გრანდთან მოლაპარაკებები.
ფაბრიციო რომანო იტყობინება, ჟოზე აღფრთოვანებულია „სამეფო კლუბში“ დაბრუნების პერსპექტივით და კლუბს უკვე მოურიგდა. იგივეს იტყობინება ნიკოლო სკირაც, რომელიც წერს, რომ მოურინიომ „რეალთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე შეათანხმა და მადრიდში ბრუდნება.
„სამეფო კლუბი“ „ბენფიკას“ გამოსასყიდ თანხას გადაუხდის, რომელიც 3 მილიონ ევროს შეადგენს. მოურინიოზე არჩევანი პირადად ფლორენტინო პერესმა გააკეთა. მან უნდა მოახერხოს და, გუნდის გასახდელში არეული სიტუაცია დაალგოს. როგორც ჩანს, მადრიდში მოურინიოში ავტორიტეტს ხედავენ, რათა ფეხბურთელებმა მას დაუჯერონ.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო „რეალს“ 201-2013 წლებში თავკაცობდა და მაშინ გუნდს სამი ტიტული მოაგებინა - თითოჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი.





