ფეხბურთი

12:50 | 17.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

კერიკი: "ჩემს მომავალზე სიტუაცია ნათელია, სხვა ახლა ვერაფერს ვიტყვი"

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მაიკლ კერიკს, ახალ, სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებს. ინგლისელმა სპეციალისტმა ეს ცნობა ჟურნალისტებს არ დაუდასტურა, მაგრამ თქვა, რომ მისი სიტუაცია საკმაოდ ნათელია, ახლა კი მეტის თქმა არ შეუძლია:

„სიმართლე გითხრათ, ვერ გადანაშაულებთ კითხვის დასმისთვის. კარგი, კიდევ ორი ​​თამაშია წინ, არა? ასე რომ, ამის გარდა, სხვა ვერაფერს ვიტყვი. ​​ვფიქრობ, სიტუაცია ყველასთვის საკმაოდ ნათელია. რაც შეეხება თამაშისთვის მომზადებას, ეს არ ცვლის იმას, თუ რას გავაკეთებ ამ კვირაში“, - თქვა კერიკმა.

ინგლისელი სპეციალისტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. მან შესანიშნავი მუშაობით კლუბის დარწმუნება შეძლო და მომდევნო სეზონიდან ახალ ეტაპზე გადასვლას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ კერიკმა „მანჩესტერი“ 13 იანვარს ჩაიბარა და მას შემდეგ 10 მატჩი მოაგებინა (3 ფრე, 2 წაგება), რის შედეგადაც, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. კერიკი მანამდე „მიდლსბროში“ მუშაობდა, ხოლო 2021 წელს „მანჩესტერს“ დროებით სამ თამაშშიც უხელმძღვანელა (2 მოგება, 1 ფრე).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165869