ფეხბურთი

16:40 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"როდეზის" მწვრთნელი: "დავითაშვილი ლიგა 1-ის დონის ფეხბურთელია"

„როდეზის“ მთავარმა მწვრთნელმა დიდიე სანტინიმ „სენტ ეტიენმთან“ მატჩის შემდეგ მეტოქის შემტევი ოთხეული გამოარჩია და აღნიშნა, რომ ისინი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ლიგა 1-ში თამაში თავისუფლად შეუძლიათ.

„იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, კარგად ვითამაშეთ და ვაჩვენეთ, რომ დავიმსახურეთ ამ ფანტასტიკური გულშემატკივრის წინაშე ყოფნა.

„სენტ ეტიენი“ ძალიან კარგი გუნდია, დაცვაში კონცენტრირება უნდა შეგვენარჩუნებინა კარდონას, დავითაშვილის, სტასინისა და დუფუსის წინააღმდეგ სათამაშოდ, რადგან ეს არის ოთხეული, რომელსაც შეუძლია ლიგა 1-ში ყოველდღე თამაში. ვცდილობდით, მათთვის ზიანი მიგვეყენებინა, მაგრამ თამაში ჩაგვეშალა. ჩვენს პრინციპებს ვიცავდით, მაგრამ ცოტა ზედმეტად სუფთად ვითამაშეთ“, - თქვა სანტინიმ.

შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენმა“ „როდეზი“ პენალტების სერიაში 7:6 დაამარცხა, დავითაშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

„სენტ ეტიენის“ მეტოქე ფინალში ლიგა 1-ის გუნდი იქნება, რომელიც სეზონს მე-16 ადგილზე დაასრულებს - „ოსერი“, „ნიცა“ ან „ლე ავრი“.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის სეზონში 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.079296