ჩინეთის სუპერლიგის მე-12 ტურში „შანდონ ტაიშანმა“ „ჩონგპინი“ 3:1 დაამარცხა, ვაკო ყაზაიშვილმა კი საგოლე პასი გააკეთა.
ქართველი ფეხბურთელის პასით 91-ე წუთზე ქსიე ვენენგმა გაიტანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ვაკო მოედანზე შეუცვლელად იყო.
ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. „შანდონი“ 17 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 მაისს, „ჟეიანგს“ სტუმრად დაუპრისპირდება.







