ფეხბურთი

20:04 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიუნხენის „ბაიერნმა“ ამ სეზონში 122 გოლი გაიტანა და ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა

მიუნხენის „ბაიერნმა“ 2025/26 წლების ბუნდესლიგის სეზონის ბოლო 34-ე ტურში „კიოლნი“ 5:1 დაამარცხა (ჰეთ-თრიქი“ მიითვალა ჰარი კეინმა“. ამგვარად, ბავარიელებმა გერმანიის ჩემპიონატში სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარეს.

ვენსან კომპანის გუნდმა ამ სეზონში 122 გოლი გაიტანა. წინა რეკორდიც „წითლებს“ ეკუთვნოდათ. 1971/1972 წლების სეზონში მიუნხენის გუნდმა 101 გოლი გაიტანა.

გერმანული ბუნდესლიგის 34 ტურის შემდეგ, „ბაიერნს“ 89 ქულა მოუგროვდა, თუმცა ჩემიონი ნაადრევად გახდა. „დორტმუნდი“ 73 ქულით მეორე ადგილზეა. „ლაიპციგი“ ასევე პირველ სამეულშია 65 ქულით. 62-ქულიანი „შტუტგარტი“ მეოთხეა. სწორედ ეს ოთხეული ითამაშებს გაისად ჩემპიონთა ლიგაზე.

გერმანია. ბუნდესლიგა. 34-ე ტური. 16 მაისი: ჰაიდენჰაიმი - მაინცი 0:2, ფრაიბურგი - ლაიპციგი 4:1, უნიონ ბერლინი - აუგსბურგი 4:0, ზანტ-პაული - ვოლფსბურგი 1:3, ვერდერი - დორტმუნდი 0:2, გლადბახი - ჰოფენჰაიმი 4:0, ლევერკუზენი - ჰამბურგი 1:1, ბაიერნი - კიოლნი 5:1, აინტრახტი - შტუტგარტი 2:2

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088307