„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსი“ 1:0 დაამარცხა და პრესტიჟულ პრიზს დაეუფლა.
ანტუან სემენიომ მატჩის ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე გაიტანა.
„მანჩესტერ სიტის“ მენეჯერმა ხოსეპ გვარდიოლამ ეს თასი მესამედ მოიგო. მანამდე ესპანელმა მსოფლიოს უძველეს ტურნირზე 2018/2019 და 2022/2023 წლების სეზონებში გაიმარჯვა.
ასოციაციის თასის მოგების გარდა, მან ასევე კლუბთან ერთად ექვსჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა და ხუთჯერ ინგლისის ლიგის თასი. ესპანელის ხელმძღვანელობით, „სიტიმ“ ასევე სამჯერ გაიმრჯვა ქვეყნის სუპერთასზე.
„სიტიმ“ ასევე მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. გვარდიოლა ინგლისურ კლუბს 2016 წლის დასაწყისიდან ხელმძღვანელობს.
„ქალაქელებმა“ ეს ტიტული ადრე 7-ჯერ 1903/1904, 1933/1934, 1955/1956, 1968/1969, 2010/2011, 2018/2019 და 2022/2023 წლების სეზონებში მოიგეს.
„სიტი“ ფინალში ასევე შვიდჯერ გავიდა: 1925/1926, 1932/1933, 1954/1955, 1980/1981, 2012/2013, 2023/2024 და 2024/2025 წლების სეზონებში.







