მიუნხენის „ბაიერნმა“ 2025/26 წლების გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის ბოლო 34-ე ტურის მატჩში „კიოლნი“ 5:1 დაამარცხა. ამით ბავარიელების გოლების საერთო რაოდენობა ბუნდესლიგაში 122 გოლამდე გაიზარდა, რითაც 21-ე საუკუნეში ევროპის წამყვან ლიგებში მადრიდის „რეალის“ ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობის რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე Squawka-ს ანგარიში წერს.
2011/2012 წლების სეზონში ესპანურმა გუნდმა 121 გოლი გაიტანა. მაშინ „სამეფო კლუბს“ ჟოზე მოურინიუ ხელმძღვანელობდა.





