ფეხბურთი

21:50 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი მოტივაციაა და იმედია, ასე გაგრძელდება"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „იბერიასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კარგი შედეგები გუნდისთვის ფსიქოლოგიურად კარგია და იმედოვნებს, რომ ასე გაგრძელდება.

„ორივე გუნდის მხრიდან კარგი თამაში იყო, მაყურებელი კმაყოფილი დარჩეა. ჩვენ უფრო მეტად კმაყოფილები ვართ, რადგან ჩემპიონთან და ლიდერთან მოვიგეთ. ადვილი თამაში არ იყო, მინდა, ბიჭებს მივულოცო იმ თამაშისა და თავგანწირვისთვის, რაც დაგვჭირდა. რა თქმა უნდა, ეს ბოლო შედეგები დაგვეხმარება, რომ მომავალში უკეთესად შევხვდეთ მატჩებს. ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი მოტივაციაა ყველასთვის და იმედია, წაუგებელი სერია გაგრძელდება“, - თქვა ქეცბაიამ.

კომენტარი გააკეთა თორნიკე კვარაცხელიამაც, რომელსაც 16 წლის ასაკში „დინამოში“ დებიუტი ჰქონდა:

„ძალიან კარგი შეგრძნება იყო ამ ისტორიულ გუნდში პროფესიონალური დებიუტი. ჩემთვის დაუვიწყარი ემოციები იყო და მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

"დინამო" მეშვიდე ადგილზე იყო, როცა გუნდში თემურ ქეცბაია მივიდა, ახლა კი, 5 ტურის შემდეგ 21 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "იბერიასთან" ჩამორჩენაც მხოლოდ 3 ქულას შეადგენს. მომდევნო ტურში "დინამოს" მეტოქე გორის "დილა" იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091291