ფეხბურთი

11:04 | 17.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუას გოლი და ცოტნე კაპანაძის საგოლე პასი სლოვაკეთის ჩემპიონატში

სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „დუნაისკა სტრედამ“ „ტრნავა“ 3:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი გაგუამ გოლი გაიტანა და ცოტნე კაპანაძემ საგოლე პასი გააკეთა.

კაპანაძის პასით მე-16 წუთზე აბდულაიე გეიემ გაიტანა და ანგარიში გახსნა, 23-ე წუთზე კი მეტოქის კარი გაგუამ დალაშქრა. კაპანაძე 83-ე წუთზე შეცვალეს, გაგუა - 88-ზე. სტუმართა შორის არ უთამაშიათ გიორგი მოისწრაფიშვილსა და ლუკა ხორხელს.

ცოტნე კაპანაძემ სეზონი 28 მატჩში 4 საგოლე პასით დაასრულა, გიორგი გაგუამ კი 26 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.

„დუნაისკა სტრედამ“ სეზონი 58 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, ხოლო „ტრნავამ“ მესამე ადგილი დაიკავა 56 ქულით, ისიც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089205