ფეხბურთი

12:17 | 17.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: "ლივერპული" ასეთი არ უნდა იყოს, ისევ უნდა იქცეს გუნდად, რომლისაც მეტოქეებს ეშინიათ"

„ლივერპულმა“ სეზონში 20 თამაში წააგო, მე-20 იყო „ასტონ ვილასთან“ მარცხი (2:4), რის გამოც გუნდმა ჯერ ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ გაინაღდა.

მოჰამედ სალაჰი, რომელიც კლუბს ტოვებს, ამ ფაქტს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ლივერპული“ ასეთი არ უნდა იყოს, არამედ ყველა თამაშში მოედანზე მოსაგებად უნდა გადიოდეს:

„ვნახე, როგორ გადაიქცა ეს კლუბი სკეპტიკოსობიდან დამაჯერებლად და დამაჯერებლობიდან ჩემპიონად. ეს შრომას მოითხოვდა და ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რომ კლუბს ამ მიზნის მიღწევაში დავხმარებოდი. ამაზე მეტად არაფერი მაამებს. ჩვენი კიდევ ერთი მარცხი ამ სეზონში ძალიან მტკივნეული იყო და ეს არ არის ის, რასაც ჩვენი გულშემატკივრები იმსახურებენ. მინდა, რომ „ლივერპული“ ისევ მძიმე მეტალის შემტევ გუნდად იქცეს, რომლისაც მოწინააღმდეგეებსაც ეშინიათ და ისევ იტულების მომგები გუნდი გახდეს. ეს არის ფეხბურთი, რომელიც ვიცი, როგორ ვითამაშო და ეს არის იდენტობა, რომელიც სამუდამოდ უნდა აღდგეს და შენარჩუნდეს. ყველა, ვინც ამ კლუბს უერთდება, უნდა შეეგუოს მას. „ლივერპული“ აქა-იქ რამდენიმე თამაშის მოგება არ არის ის, რაც „ლივერპული“ უნდა იყოს. ყველა გუნდი იგებს თამაშებს. „ლივერპული“ ყოველთვის იქნება კლუბი, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მინდა, რომ ის წარმატებული იყოს ჩემი წასვლის შემდეგაც. როგორც ყოველთვის ვამბობდი, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა აუცილებელი მინიმუმია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს“, - წერს სალაჰი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ ბოლო მატჩს „ბრენტფორდის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო „წითლებს“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ამ თამაშის მოგება დასჭირდებათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094683