ფეხბურთი

23:38 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერი შესაძლოა მუნდიალისთვის გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს

გერმანიის ნაკრებში შესაძლოა მანუელ ნოიერი დაბრუნდეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს.

Sky-ს ინფორმაციით, ნოიერი ელოდება, რომ იულიან ნაგელსმანი გამოიძახებს და მზადაა, გუნდში დაბრუნდეს. გერმანიის ნაკრების განაცხადი ცნობილი 22 მაისს გახდება.

ნოიერს გერმანიის ნაკრებში 2009-2024 წლებში 124 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ევრო 2024-ის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. თუმცა, როგორც ჩანს, მზადაა მუნდიალზე ითამაშოს, რომელიც მისთვის მეხუთე იქნება.

გერმანული მედიის ცნობით, ნოიერმა „ბაიერნი“ – „კიოლნის“ დღევანდელ მატჩში ტრავმაც მიიღო, მაგრამ სავარაუდოდ, დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს და უარეს შემთხვევაში, ის გერმანიის თასის ფინალს გამოტოვებს. ასე, რომ თუ ნაგელსმანი გამოიძახებს, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.09117