გერმანიის ბუნდესლიგის 2025/26 წლების სეზონი დასრულდა. მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ინგლისელმა 31 მატჩში 36 გოლი გაიტანა.
ყველა ტურნირზე კი კეინს ჯამში 58 გოლი მოუგროვდა.
„შტუტგარტის“ თავდამსხმელმა დენიზ უნდავმა 19 გოლით გამოირჩა და მეორე ადგილი დაიკავა. დორტმუნდის „ბორუსიის“ შემტევი სერუ გირაშიც მოხვდა საუკეთესო სამეულში 17 გოლით.
მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის უმაღლესი დივიზიონი 89 ქულით მოიგო. მიუნხენის გუნდმა ჩემპიონატში 35-ედ გაიმარჯვა.





