ფეხბურთი

0:26 | 17.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას ემოციური გაცილება ბრატისლავის "სლოვანიდან"

ბრატისლავის „სლოვანიდან“ გურამ კაშია გააცილეს, თანაც ძალიან ემოციურად. სტადიონი ქართველი ფეხბურთელს სახელს სკანდირებდა და როდესაც გურამი შეცვალეს, მან ცრემლები ვერ შეიკავა.

„სლოვანიდან“ ასევე გააცილეს ვლადიმირ ვაისი, რომელიც მუშაობას სლოვაკეთის ნაკრებში განაგრძობს, მისი შვილი ვაისი უმცროსი, რომელმაც კარიერა დაასრულა და რობერტ მაკი - ყველა ემოციურად გააცილეს.

კაშიამ 2021-2026 წლებში „სლოვანის“ მაისურით 192 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ის ზედიზედ ხუთჯერ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზეც ითამაშა, კარიერაში პირველად. ასევე მიიღო მონაწილეობა ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე.

გურამ კაშიას 2 ივნისს, თბილისში, საქართველოს ნაკრებიდანაც გააცილებენ, როცა ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურად რუმინეთის ნაკრებს გაეჯიბრება. მოგეხსენებათ, 128 მატჩით ის საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია.

„სლოვანმა“ სეზონი 68 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. „სლოვანი“ „მიხალოვცესთან“ ბოლო ტურში 0:2 დამარცხდა, სტუმართა შორის საუკეთესო იყო თორნიკე ძოწენიძე, ქართველი ცენტრალური მცველი, რომელმაც ყველაზე კარგი შეფასება მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09179