პორტუგალიის ჩემპიონატი დასრულდა და ყველა ვერდიქტი ცნობილია.
ჟოზე მოურინიოს „ბენფიკამ“ სეზონი წაგების გარეშე დაასრულა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა. ლისაბონელებმა ბოლო ტურში სტუმრად „ეშტორილს“ 3:1 მოუგეს, მაგრამ ეს არ ეყოთ, რადგან 80 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს (23 მოგება, 11 ფრე) და ორი ქულით ჩამორჩნენ „სპორტინგს“, ხოლო 8 ქულით ჩემპიონ „პორტუს“.
„ეშტორილში“ 78-ე წუთიდან ითამაშა ნოდარ ლომინაძემ. „ეშტორილი“ 39 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს „სპორტინგი“, რომელმაც ბოლო ტურში „ჟილ ვისენტეს“ 3:0 აჯობა და როგორც ვთქვით, 82 ქულით მეორე პოზიცია ერგო. გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო. ის ალბათ, ზაფხულში „სპორტინგს“ დატოვებს, იჯარით მაინც.
ოთარ მამაგეიშვილი „ფამალიკაოს“ განაცხადშიც არ იყო, რომელმაც 1:0 სძლია „ალვერკას“ და 56 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.
პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნენ „ავეში“ და „ტონდელა“, ხოლო „კაზა პია“ პლეი-აუტში ითამაშებს.







