კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ აზიის ჩემპიონთა ლიგა 2-ის ფინალში საკუთარ მოედანზე „გამბა ოსაკასთან“ დამარცხდა და ტიტული ვერ მოიპოვა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 30-ე წუთზე დენის ჰუმეტმა გაიტანა. საუდის არაბეთის კლუბმა დარჩენილ დროში სიტუაცია ვერ შეცვალა და იაპონურ კლუბთან მარცხი განიცადა.
„ალ-ნასრს“ სეზონის ტიტულით დასრულების შანსი მაინც აქვს, საკმარისია, 21 მაისს, „დამაკი“ დაამარცხოს და საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდება, რადგან უახლოეს მდევარ „ალ-ჰილალს“ ორი ქულით უსწრებს.







