ფეხბურთი

14:30 | 17.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი: "ვცდილობ, გუნდს დავეხმარო, ჩვენი მიზანი მეორე ადგილია"

ლაშა დვალმა „ცსკა 1948“-ს ბულგარეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კონკურენტ „ლუდოგორეცთან“ მოაგებინა (1:0) და მან მატჩის შემდეგ ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, გუნდს დავეხმარო ქულების მოპოვებაში ან დაცვაში, რაც არ უნდა იყოს. ერთხელ ჩემი შეცდომის გამო წავაგეთ. ახლა ბედნიერი ვარ. ჩვენი მიზანი მეორე ადგილია.

ვაჩვენეთ, რა გვჭირდება შემდეგი თამაშისთვის. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში უკეთესები და უკეთესები ვხდებით. ვფიქრობ, მომდევნო თამაშს მოვიგებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ევროტურნირებზე თამაში გამოცდილებისა და ემოციის განცდისთვის. გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. კარგი ფეხბურთელები გვყავს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიზნის მიღწევა“, - თქვა დვალმა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალს ბულგარეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. „ცსკა 1948“ 35 ტურის შემდეგ 66 ქულით მეორე ადგილზეა და ბოლო ტურში 25 მაისს, ჩემპიონ „ლევსკის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089889