ფეხბურთი

13:50 | 17.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩაბი ალონსო "ჩელსის" მწვრთნელია

ჩაბი ალონსო „ჩელსის“ ახალი მწვრთნელია. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, მუშაობას კი ესპანელი პირველი ივლისიდან დაიწყებს. მან კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ პირველი კომენტარიც გააკეთა:

„ჩელსი“ ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და ძალიან საამაყოა, რომ ამ დიდი კლუბის მწვრთნელი გავხდი. მფლობელთა ჯგუფთან და სპორტულ ხელმძღვანელობასთან დიალოგიდან გავიგე, რომ ერთი და იგივე ამბიცია გვაქვს. გვინდა, შევქმნათ გუნდი, რომელსაც შეუძლია სტაბილურად იბრძოლოს უმაღლეს დონეზე და იბრძოლოს ტიტულებისთვის. გუნდში დიდი ნიჭი და უზარმაზარი პოტენციალია. ჩემთვის დიდი პატივი იქნება მისი ხელმძღვანელობა“, - განაცხადა ჩაბი ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარი იყო. მან მანამდე წარმატებას „ლევერკუზენში“ მიაღწია, რომელსაც ისტორიაში პირველად გერმანიის ჩემპიონატი მოაგებინა. ალონსო კარგად იცნობს პრემიერლიგასაც, რადგან წლების განმავლობაში „ლივერპულში“ თამაშობდა. „ჩელსიმ“ მიმდინარე სეზონში ორი მწვრთნელი შეიცვალა - ენცო მარესკა და ლიამ როსენიორი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165841