ფეხბურთი

18:49 | 17.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის ბომბარდირია, მამაგეიშვილმა სეზონი გოლით დაასრულა

გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ ოთარ კიტეიშვილმა ბომბარდირობა შეძლო, ხოლო გიზო მამაგეიშვილმა სეზონი გოლით დაასრულა.

„შტურმმა“ ვენის „რაპიდი“ 2:0 დაამარცხა, ანგარიში 88-ე წუთზე მამაგეიშვილმა გახსნა, რომელმაც სადებიუტო გოლი მიითვალა. ის მოედანზე 62-ე წუთიდან იყო, ხოლო კიტეიშვილმა 90 წუთი ითამაშა.

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 2025-2026 წლების სეზონში 29 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიტე 15 გოლით ბობარდირი გახდა. ასე, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს, რომელიც ზედიზედ მესამედ მოიგო, ბომბარდირობაც დაუმატა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 41 თამაშში 19 გოლი და 4 საგოლე პასია. მამაგეიშვილს „შტურმში“ 13 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც ერთხელ გოლი გაიტანა, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა, ორჯერ პენალტი კი მოიპოვა.

„შტურმი“ ორი ქულით ჩამორჩა „ლასკს“, რომელმაც „აუსტრიას“ 3:0 აჯობა და 1965 წლის შემდეგ პირველად გაჩემპიონდა. შეგახსენებთ, რომ „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი 2024-2025 წლებში ზედიზედ ორჯერ გახდა.

„შტურმმა“ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.149279