„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კარგა ხანია იცის მისი ფიქრები და სეზონის დასრულების შემდეგ ამას ყველა გაიგებს.
ისე ჩანს, რომ თითქოს, კონტე „ნაპოლიდან“ წასვლას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ არ დაუდასტურებია.
„პრეზიდენტმა უკვე ერთი თვეა კარგად იცის ჩემი ფიქრები და განზრახვები. კლუბი მომავალისთვის უკვე მუშაობს, ველოდებით ბოლო მატჩს და შემდეგ სწორი იქნება, პრეზიდენტთან ერთად ვთქვათ ის, რაც სწორია. დღეს ამაზე ვერ ვისაუბრებ, უპატივცემულო ვიქნები პრეზიდენტის მიმართ, რომელთანაც ღრმა მეგობრობა მაკავშირებს“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ შარშან სკუდეტო მოაგებინა, ხოლო მიმდინარე სეზონში მეორე ადგილზე გაიყვანა. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, შეიძლება კონტემ იტალიის ნაკრების ჩაიბაროს, სადაც 2014-2016 წლებში უკვე მუშაობდა.





