ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებული ჩემპიონატის მეოთხედფინალში ალექს მერკვილაძის „ოსტენდემ“ სტუმრად „ბრიუსელი“ 77:64 დაამარცხა, სერია 2:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
მერკვილაძემ მხოლოდ 12 წუთი ითამაშა და გუნდს 2 ქულით, 2 მოხსნით, 1 პასით დაეხმარა. ქართველმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ოსტენდე“ ნახევარფინალშია, სადაც მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.







