ფეხბურთი

19:40 | 17.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" სკუდეტო ჩაიბარა

„ინტერმა“ სერია A-ს 37-ე ტურში გავარდნილ „ვერონას“ ვერ მოუგო, მაგრამ „სან სიროზე“ მაინც ზეიმია, რადგან სკუდეტო ჩაიბარა.

„ინტერი“ ჩემპიონი რამდენიმე ტურის წინ გახდა, მაგრამ თასი ახლა გადასცეს და ზეიმიც დაიწყო. ეს „ნერაძურის“ 21-ე საჩემპიონო ტიტულია და მხოლოდ „იუვენტუსს“ ჩამორჩება, რომელმაც ჩემპიონატი 36-ჯერ მოიგო, თუმცა ბოლოს 2020 წელს.

„ვერონასთან“ მატჩში მილანელები მეორე ტაიმის დასაწყისში ედმუნდსონის ავტოგოლით დაწინაურდნენ, მაგრამ კომპენსირებულ დროში ბოვიმ აღადგინა წონასწორობა და ფრე 1:1. ვთქვათ ისიც, რომ „ინტერმა“ სეზონი დუბლით დაასრულა - ჩემპიონატის გარდა, იტალიის თასიც მოიპოვა.

„ინტერს“ 86 ქულა აქვს და სეზონს 24 მაისს, „ბოლონიასთან“ გასვლითი მატჩით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168475