საბერძნეთის ჩემპიონატში „ოფიმ“ „ვოლოსი“ 3:1 დაამარცხა, ლევან შენგელიამ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ნახევარმცველმა თავი 71-ე წუთზე გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შენგელიამ სეზონი 30 მატჩში 2 გოლით და 3 საგოლე პასით დაასრულა.
„ოფიმ“ მეშვიდე ადგიკი დაიკავა, მაგრამ ევროპა ლიგაზე ითამაშებს, რადგან საბერძნეთის თასი მოიგო.







