რომის მასტერსი იანიკ სინერმა მოიგო, რომელმაც ფინალში კასპერ რუდი დამაჯერებლად დაამარცხა.
შეხვედრაში, რომელიც 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, სინერმა მეტოქეს ორ სეტში, 6:4, 6:4 აჯობა. რუდმა ორივე სეტში იბრძოლა, მაგრამ რეიტინგის ლიდერთან საბოლოოდ მაინც ვერაფერი გააწყო და დამარცხდა.
იანიკ სინერი პირველი იტალიელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რომელმაც რომის მასტერსი მოიგო.
შეგახსენებთ, რომის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც თამაშობდა, რომელმაც მერვედფინალამდე მისვლა მოახერხა.







