ნიდერლანდების ერედივიზიონის ბოლო ტურში „ნაიმეგენმა“ „იგლზი“ 2:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
„ნაიმეგენი“ ბოლო ტურის წინ ორი ქულით ჩამორჩებოდა მესამეადგილოსან „ტვენტეს“, მაგრამ ენსხედელები პსვ-სთან 1:5 განადგურდნენ და შედეგად, მეოთხე ადგილი დაიკავეს 58 ქულით, ხოლო „ნაიმეგენს“ 59 ქულით მესამე პოზიცია ერგო.
„ნაიმემენის“ ისტორიაში ეს უნიკალური მიღწევაა, რადგან მხოლოდ ხუთი წლის წინ ნიდერლანდების მეორე დივიზიონში თამაშობდა.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე ერედივიზიონიდან ჩემპიონი პსვ ეინდჰოვენი და მეორეადგილოსანი „ფეიენოორდი“ პირდაპირ გავიდნენ.







