ფეხბურთი

23:30 | 17.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მექვაბიშვილის შესანიშნავი გოლი რუმინეთში და ჩემპიონის ტიტული

„კრაიოვა“, სადაც ანზორ მექვაბიშვილი თამაშობს, რუმინეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო ქართველმა ნახევარმცველმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

„კრაიოვამ“ უშუალო კონკურენტი „უნივერსიტატეა კლუჟი“ 5:0 გაანადგურა და ბოლო ტურის წინ 4 ქულით გაასწრო, შესაბამისად, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მექვაბიშვილმა 59-ე წუთზე ულამაზესი გოლით ანგარიში 4:0 გახადა.

„კრაიოვა“ 1991 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეხუთედ გახდა რუმინეთის ჩემპიონი.

ანზორ მექვაბიშვილმა 33 შეხვედრაში 3 გოლი და 7 საგოლე პასით შეიტანა წვლილი ჩემპიონობაში, ხოლო ყველა ტურნირზე 50 თამაშში 4 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

„კრაიოვამ“ სეზონში დუბლი შეასრულა, რადგან ოთხი დღის რუმინეთის თასიც მოიგო, როდესაც ფინალში სწორედ „უნიერსიტატეა კლუჟი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. მექვაბიშვილის გუნდი სეზონს 23 მაისს, სტუმრად ბუქარესტის „რაპიდთან“ მატჩით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091818