საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურის მატჩი „ნანტსა“ და „ტულუზს“ შორის ჩაიშალა.
მიზეზი მასპინძელი ფანებია, რომლებიც მოედანზე შევარდნენ და დიდი არეულობა მოაწყვეს, იმდენად, რომ თამაშის განახლება შეუძლებელი გახდა. დიდი შანსია, რომ მატჩი საერთოდ აღარ გაიმართოს და „ნანტს“ ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.
ფანების პროტესტის მიზეზი ისაა, რომ „ნანტი“ ლიგა 1-დან გავარდა, ჯერ კიდევ წინა ტურში, შესაბამისად, ამ თამაშს მისთვის არავითარი დატვირთვა არ ჰქონია. გულშემატკივრებმა ვერ აიტანეს გავარდნა და არეულობა მოაწყვეს. დაშავდა "ნანტის" 73 წლის მწვრთნელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩიც.
ზოგადად, საფრანგეთში მსგავსი ფაქტები არცთუ იშვიათია და პირველად ნამდვილად არ მომხდარა.





