ფეხბურთი

10:33 | 18.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "უამბიციოდ ვითამაშეთ, 3 წლის განმავლობაში ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „პარიზთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან ეს თამაში შეაფასა, როგორც ყველაზე ცუდი, მას შემდეგ, რაც პსჟ-ში მუშაობს. ასევე კომენტარი გააკეთა უსმან დემბელეს ტრავმაზეც:

„უსმანზე არაფერი მაქვს სათქმელი. ხვალამდე მოგვიწევს ლოდინი. ვფიქრობ, ეს უბრალოდ დაღლილობაა. დღეს რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მხოლოდ ვარაუდია. თუმცა, არ მგონია, რომ ეს ძალიან სერიოზული იყოს, ხვალ მეტს გავიგებთ.

ფეხბურთი დაძაბულობაა და ეს არ ყოფილა. თამაშამდეც ვიცოდი, რამდენად რთულია თამაში მკაფიო მიზნის გარეშე, მაგრამ მაინც ცოტა იმედგაცრუებული ვარ. მესმის ეს, მაგრამ როცა პსჟ-ს ფეხბურთელი ხარ, უნდა დაამტკიცო, რომ განსხვავებული ხარ! ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ველი. ეს ყველაზე ცუდი თამაში იყო იმ სამი წლის განმავლობაში, რაც აქ ვარ.

არ მაინტერესებს, როგორი საჩემპიონო ზეიმი იყო. ჩემპიონები ვართ და ეს ტიტული ორი კვირის წინ ვიზეიმე. ამ საკითხზე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.

ინტენსივობისა და ამბიციის გარეშე ფეხბურთის თამაში რთულია. მათ ეს უნდა გადალახონ. სეზონის ბოლო ნაწილი წინაზე უფრო რთული იქნება. გასულ წელს საფრანგეთის თასის ფინალში ვითამაშეთ, რამაც საშუალება მოგვცა, კონცენტრირებული და მოტივირებული ვყოფილიყავით. ახლა კი, ჩვენს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე 13 დღე დარჩა - ჩვეულებრივ, არავის მოტივაცია არ უნდა მომიწიოს. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ: დავისვენოთ, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად, ასევე ვიმუშაოთ. მომავალ შაბათ-კვირას ჩვენ შორის მცირე მატჩს ვითამაშებთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086558