ნეიმარი და რობინიო ჯუნიორი კვლავ „სანტოსის“ მთავარი გმირები არიან. თუმცა, ამჯერად მათ შორის კამათი არ ყოფილა, არამედ წარმოუდგენელი შეცდომა მოხდა, რის გამოც „სანტოსის“ 10 ნომერი რობინიოს ვაჟმა ჩაანაცვლა.
ინციდენტი „სანტოსის“ „კორიტიბასთან“ 0:3 წაგებული მატჩის დროს მოხდა. მეორე ტაიმის შუაში ნეიმარი მოედნიდან ცოტა ხნით გავიდა, რათა მტკივან წვივზე მასაჟი გაეკეთებინა. მაგრამ სწორედ ამ მომენტში მეოთხე მსაჯის ტაბლოზე 10 ნომერი გამოჩნდა, ნიშანი იმისა, რომ მას მოედანი უნდა დაეტოვებინა და თამაშში მის ნაცვლად რობინიო ჩაერთო.
ამ დროს გაცოფებული ნეიმარი მოედანზე დაბრუნდა და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. ბრაზილიელმა დიდხანს გააპროტესტა და აღნიშნა, რომ მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა, რადგან მოედანი მას არ უნდა დაეტოვებინა. ამის დემონსტრირებისთვის, ნეიმარმა ფურცელიც კი აჩვენა, რომელზეც რეალური ცვლილება ეწერა: რობინიო ესკობარის ნაცვლად უნდა შესულიყო მოედანზე.
ნეიმარს არ სურდა მოედნის დატოვება, რათა „სანტოსს“ რთულ მატჩში დახმარებოდა და გარდა ამისა, კარლო ანჩელოტისთვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინა, რომ მუნდიალზე წაყვანას იმსახურებს.







