MLS-ის მე-14 ტურში "ინტერ მაიამიმ" საკუთარ მოედანზე "პორტლენდს" უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა, ხოლო ლიონელ მესიმ მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარა.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 31-ე წუთზე ჯერ ანგარიში გახსნა, ხოლო ათ წუთში თანაგუნდელს გაატანინა და საბოლოოდ საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ მესისთვის ეს გოლი კარიერაში 910-ე გახლდათ და 1000 გოლს 90 აშორებს. მესი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატს მაგარ ფორმაში ხვდება. მას ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ "ინტერ მაიამი" 14 ტურის შემდეგ 28 ქულას აგროვებს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.







