სხვა

12:30 | 18.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "ჰოკიტს გაუმართლა, რომ დარბაზში ამდენი დაცვა იყო, თორე ერთ-ერთი ჩვენგანი ცუდად დაამთავრებდა"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე მომხდარ ამბებს გამოეხმაურა და ჯოშ ჰოკიტთან ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. ქართველის თქმით, მას ძალიან გაუმართლა, რომ დარბაზში ბევრი დაცვის თანამშრომელი იმყოფებოდა.

"ბევრ პრესკონფერენციაზე ვყოფილვარ, თუმცა მსგავსი რამ არსად მინახავს, რო რომელიმე მებრძოლი ამდგარიყო და სხვა ადამიანის დედაზე ასე ელაპარაკა, ეს უდიდესი უპატივცემულობა იყო, რომელიც ჰოკიტმა გამოავლინა. სისხლი ამიდუღდა ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ. მას ძალიან გაუმართლა, რომ დარბაზში ბევრი დაცვის თანამშრომელი იმყოფებოდა, თორე ერთ-ერთი ჩვენგანი ციდად დაამთავრებდა და ეს მე ნამდვილად არ ვიქნებოდი.

პრესკონფერენციაზე შეგიძლია მებრძოლის საბრძოლო უნარებზე ისაუბრო რამდენიც გინდა და ცოტა გააბრაზო, ამას ყველანი მიჩვეულები ვართ, რადგან ეს ჩვენი საქმიანობაა, თუმცა დედის შეურაწყოფა ეს მიუღებელია", - განაცხადა თოფურიამ.

ცნობისთვის, ჯოშ ჰოკიტი პრესკონფერენციაზე ალექს პერეირას დაუპირისპირდა და შეურაწყოფა მიაყენა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრაზილიელმა ინგლისური კარგად არ იცის, ის ილია თოფურიამ დაიცვა და გამოექომაგა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა 14 ივნის გაიმართება და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.



სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103136