ფეხბურთი

14:05 | 18.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" რასმუს ჰოილუნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

"ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 23 წლის დანიელ თავდამსხმელს რასმუს ჰოილუნს "მანჩესტერიდან" ოფიციალურად გამოისყიდის და გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება, ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი ააქტიურებს ხელშეკრულებაში ჩადებულ პუნქტს, რომლის მიხედვითაც მათ ჰოილუნის გამოსყიდვა 44 მილიონ ევროდ შეეძლოთ. "მანჩესტერი" აღნიშნული გარიგებიდან სულ 50 მილიონს მიიღებს, საიდანაც 44 მილიონი გამოსასყიდი იქნება, ხოლო 6 მილიონი საიჯარო ღირებულება.

23 წლის დანიელი ფორვარდი იტალიაში დაბრუნების შემდეგ შესანიშნავად გამოიყურებოდა და „ნაპოლიში“ მისი პირველი სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. კლუბის ხელმძღვანელობა ჰოილუნდს გუნდის მომავლის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მიიჩნევს და პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავს.

ცნობისთვის, ჰოილუნმა "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.179202