პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალში" ბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და ოფიციალური დოკუმენტების გაფორმება მიმდინარე თვეში იგეგმება. „რეალი“ მოურინიოსთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გავრცელებული ცნობით, მოურინიო მადრიდში "რეალისა" და "ბილბაოს" ბოლო ტურის მატჩის შემდეგ ჩაფრინდება და ყველაფერი ოფიციალურად გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ მოურინიო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2010-2013 წლებში მუშაობდა და ამ პერიოდში გუნდთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.





