ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან გასამართი ორთაბრძოლისთვის მზადების პროცესს განაგრძობს. ქართველი მებრძოლის ძალამ მისი სპარინპარტნიორები გააოცა, მათი განცხადებით ვარჯიშის შემდეგ ღვიძლი უბრალოდ დაშლილი ჰქონდათ.
"გვქონდა შესაძლებლობა, მის დარტყმის ძალა საკუთარ თავზე გამოგვეცადა. ვარჯიშის შემდეგ ჩემი ღვიძლი საერთოდ განადგურებულია. მთელი ვარჯიშის დროის განმავლობაში ილიის მხრიდან უდიდეს წნეხს ვგრძნობდი. დარწმუნებული ვარ, ის ჯასტინ გეიჯის პირველივე რაუნდში დააფინიშებს", - განაცხადა ილიას სპარინპარტნიორმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა 14 ივნის გაიმართება და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.







