ფეხბურთი

16:00 | 18.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კარვახალი "რეალის" მაისურით ბოლო მატჩს "ბილბაოს" წინააღმდეგ ჩაატარებს

მადრიდის "რეალის" კაპიტანი დანი კარვახალი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს ოფიციალურად დატოვებს. ინფორმაცია "სამეფო კლუბის" გვერდმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს და შედეგად ესპანელი ფეხბურთელი "რეალის" მაისურით ბოლო მატჩს "ატლეტიკ ბილბაოსთან" 23 მაისს გამართავს.

"დანი კარვახალი "რეალისა" და ჩვენი აკადემიის ლეგენდა და სიმბოლოა. ის ყოველთვის მაგალითურად წარმოადგენდა "რეალ მადრიდის" ღირებულებებს და სამუდამოდ დარჩება როგორც კლუბის ისტორიაში, ისე გულშემატკივრების გულებში. ეს მისი სახლი იყო, არის და ყოველთვის იქნება", პრესის სიტყვებს ციტირებს "რეალის" ოფიციალური გვერდი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს 35 წლის ესპანელი მცველი კარიერას შემდეგი სეზონიდან.

შეგახსენებთ, რომ დანი კარვახალი "რეალის" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2013 წლიდან თამაშობს. მას კლუბთან ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ესპანეთის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088081