ფეხბურთი

17:47 | 18.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. გამოძახებულთა შორის არის ნაკრების კაპიტანი და ლიდერი ლუკა მოდრიჩი.

აღსანინავია, რომ ეს შემადგენლობა საბოლოო არ არის და შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატამდე შეიცვალოს, ამიტომ ნაკრების მწვრთნელმა იმ ფეხბურთელების ვინაობაც დაასახელა, რომლებიც ამა თუ იმ ფეხბურთელს ჩაანაცვლებს.

ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: დომინიკ ლივაკოვიჩი, დომინიკ კოტარსკი, ივორ პანდური.

მცველები: იოშკო გვარდიოლი, დუე ჩალეტა-ცარი, იოსიპ შუტალო, იოსიპ სტანიშიჩი, მარინ პონგრაჩიჩი, მარტინ ერლიჩი, ლუკა ვუშკოვიჩი.

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი, მარიო პაშალიჩი, ნიკოლა ვლაშიჩი, ლუკა სუჩიჩი, მარტინ ბატურინა, კრისტიან იაკიჩი, პეტარ სუჩიჩი, ნიკოლა მორო, ტონი ფრუკი.

თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი, ანდრეი კრამარიჩი, ანტე ბუდიმირი, მარკო პაშალიჩი, პეტარ მუსა, იგორ მატანოვიჩი.

ფეხბურთელები, რომლებმაც შეიძლება, რომელიმე ფეხბურთელი ჩაანაცვლოს: ლოვრო მაიერი, ფრანიო ივანოვიჩი, დიონ დრენა ბელიო, ივან სმოლჩიჩი, კარლო ლეტიცა, ადრიან სეგეჩიჩი, ლუკა სტოიკოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე L-ჯგუფში ინგლისის, განის და პანამის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169263