„ბარსელონამ“ ჰანს-დიტერ ფლიკს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ეს ცნობა პრაქტიკულად ყველამ იცოდა, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურდა.
ფლიკი ახალი შეთანხმების საფუძველზე „ბარსას“ 2028 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის. კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმად მხარეებს თანამშრომლობის განახლება კიდევ ერთი წლით შეუძლიათ. 61 წლის გერმანელმა სპეციალისტმა არაერთხელ თქვა, რომ „ბარსელონაში“ ძალიან ბედნიერია და მის სამწვრთნელო კარიერაში ეს ბოლო გუნდია.
ჰანსი ფლიკი ბარსელონაში 2024 წლიდან მუშაობს და გუნდს ორჯერ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი, ხოლო ერთხელ ესპანეთის თასი. მანამდე წარმატებით მუშაობდა "ბაიერნში", ასევე იყო გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და კიდევ უფრო იქამდე, იოახიმ ლიოვის ასისტენტი.





