„ბარსელონას“ ფეხბურთელი ფერმინ ლოპესი მსოფლიოს ჩემპონატზე ვერ ითამაშებს.
ლოპესმა „ბეტისთან“ მატჩში მეტატარსალური ძვლის მოტეხილობი მიიღო და ოპერაციას გაუკეთებენ. უნცობია, ზუსტად რამდენი ხანი იუქმებს, მაგრამ ესპანეთის ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელმისაწვდომი ნამდვილად არ იქნება.
ფერმინ ლოპესმა „ბარსელონას“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. მას ესპანეთის ნაკრებში 7 თამაში აქვს ჩატარებული.





