უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად იტალიელი ანდრეა მალდერა დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
55 წლის სპეციალისტმა ფეხბურთის ფედერაციასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა გახანგრძლივების შესაძლებლობებით. ის პირველი უცხოელია, რომელიც უკრაინის ნაკრებს გაწვრთნის.
მალდერა 2016-2021 წლებში უკრაინის ნაკრებში მუშაობდა, ანდრეი შევჩენკოს სამწვრთნელო შტაბში. მალდერას მწვრთნელის ასისტენტად ასევე უმუშავია „მილანში“, „ბრაიტონსა“ და „მარსელში“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები შემოდგომაზე ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება.







