კურასაოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა 26 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა ნიდერლანდების ჩემპიონატში თამაშობს:
მეკარეები: ტაირიკ ბოდაკი (ტელსტარი), ტრევორ დურნბაში (ვენლო), ელოი რუმი (მაიამი)
მცველები: რიჩედლი ბაზოერი (ქონიასპორი), ჯოშუა ბრენეტი (ქაისერისპორი), როშონ ვან ელიამა (ვალვაიკი), შერელ ფლორანუსი (ცვოლე), დევერონ ფონვილი (ნაიმეგენი), იურიენ გაარი (აბა), არმანდო ობისპო (პსვ), შურანდი, სამბო (სპარტა როტერდამი)
ნახევარმცველები: ჟუნინიო ბაკუნა (ვოლენდამი), ლეანდრო ბაკუნა (იგდირი), ლივანო კომენენსია (ციურიხი), კევინ ფელიდა (დენ ბოში), ერ’ჯენი მარტა (როტერჰემი), ტაირის ნოსლინი (ტელსტარი), გოდფრი რუმერატო (ვალვაიკი)
თავდამსხმელები: ჯერემი ანტონისი (კიფისია), ტაიტ ჩონგი (შეფილდ იუნაიტედი), კენჯი გორი (მაკაბი ჰაიფა), სონჯი ჰანსენი (მიდლსბრო), ჟერვან კასტანერი (ტერენგანუ), ბრენდლი კუვასი (ვოლენდამი), იურგენ ლოკადია (მაიამი), იეარლ მარგარიტა (ბევერენი)
შეგახსენებთ, რომ კურასაოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, ეკვადორისა და კოტ დივუარის ნაკრებებს დაუპირისპირდება.







