ჩოგბურთი

22:24 | 18.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას, როლან გაროსს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრეში გამოეთიშა.

ქართველი ბრაზილიელ პედრო ბოსკარდინ დიასს შეხვდა, რომელამც ორ სეტში 6:7, 4:6 წააგო. პირველი სეტის ბედი ტაიბრიეკზე გადაწყდა, რომელიც ბრაზილიელმა ტაიბრეიკზე (7:4) მოიგო და დაწინაურდა. მეორე სეტში მან ნიკოლოზს უფრო ადვილად აჯობა - 6:4.

ბასილაშვილს ცოტა ხნის წინ რომის მასტერსზე წარმატებული გამოსვლა ჰქონდა, ამდენად როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხი მაინც მოულოდნელობაა.

ქართველმა ჩოგბურთელმა 6 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს 6 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. შეხვედრა საათსა და 36 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093385