ფეხბურთი

0:28 | 19.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ "სიტის" აცნობა, რომ კლუბიდან მიდის, მისი შემცვლელიც ცნობილია

„მანჩესტერ სიტის“ პეპ გვარდიოლა სავარაუდოდ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება.

პეპი მზადაა უახლოეს დღეებში კლუბს დაემშვიდობოს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით, პეპის შეცვლის ერთადერთი ვარიანტი არსებობს - ენცო მარესკა, რომელიც „სიტიში“ გვარდიოლას შტაბში მუშაობდა. მარესკა ამჟამად უმუშევარია და ისიც მხოლოდ „სიტის“ ელოდება. ასე რომ, იტალიელი სპეციალისტი „ეტიჰადზე“ შეიძლება დაბრუნდეს. მასთან ინგლისური გუნდი უკვე რამდენიმე თვეა სიტყვიერად შეთანხმებულია.

ფაბრიციო რომანო ასევე იტყობინება, რომ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" აცნობა, რომ ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს. გადაწყვეტილება დადასტურებულია და ოფიციალური განცხადებაც მოჰყვება, რადგან პეპი ძალიან მალე დაემშვიდობება "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრებს. პეპის შემცვლელად მხოლოდ ერთი ვარიანტია - ენცო მარესკა.

ენცო მარესკა ბოლოს ლონდონის „ჩელსიში“ მუშაობდა, რომელსაც კონფერენს ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. მანამდე, „ლესტერი“ პრემიერლიგაში გადაიყვანა, კარიერის სტარტზე კი მცირე ხნით „პარმას“ წვრთნიდა.

პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში" 2016 წლიდან მუშაობს და გუნდს დღემდე 20 ტიტული მოაგებინა, მათ შორის, 2023 წელს, ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084293