ფეხბურთი

1:10 | 19.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ ბრაზილიის შემადგენლობა დაასახელა: ნეიმარი განაცხადშია, ჟოაო პედრო - არა

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის ცნობილია.

კარლო ანჩელოტიმ საზეიმო ვითარებაში, დარბაზში გამოაცხადა 26-კაციანი განაცხადი, რომელშიც „სანტოსის“ ფეხბურთელი ნეიმარიცაა! ნეიმარის გვარის ხსენებას დარბაზში დიდი ოვაციებიც მოჰყვა.

მუნდიალზე იქნება ენდრიკიც, სამაგიეროდ, არ იქნება „ჩელსის“ თავდამსხმელი ჟოაო პედრო, რომელიც ანჩელოტის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა.

ბრაზილიის ნაკრები მუნდიალზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (ფენერბაჰჩე), ვევერტონი (გრემიო)

მცველები: ალექს სანდრო (ფლამენგო), დანილო (ფლამენგო), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი, დუგლას სანტოსი (ზენიტი), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი), როჯერ იბანიესი (ალ აჰლი), ლეო პერეირა (ფლამენგო), მარკინიოსი (პსჟ), ვესლი ფრანკა (რომა)

ნახევარმცველები: ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), კაზემირო (მანჩესტერ სიტი), დანილო (ბოტაფოგო), ფაბინიო (ალ-იტიჰადი), ლუკას პაკეტა (ფლამენგო)

თავდამსხმელები: ენდრიკი (ლიონი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), იგორ ტიაგო (ბრენტფორდი), ლუის ენრიკე (ზენიტი), მათეუშ კუნია (მანჩესტერი), ნეიმარი (სანტოსი), რაფინია (ბარსელონა), რაიანი (ბორნმუთი), ვინისიუსი (რეალი)

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, ორ სპარინგს ჩაატარებს პანამისა და ეგვიპტის წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098932