ლონდონის „არსენალი“ პრემიერლიგის მოგებასთან ერთ ნაბიჯშია. მიკელ არტეტას გუნდმა 37-ე ტურში გავარდნილი „ბარნლი“ რთულ ბრძოლაში, მაგრამ დაამარცხა.
ყველაფერი გადაწყვიტა კაი ჰავერტცის ერთადერთმა გოლმა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, „მეთოფეებმა“ ერთბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნეს და 1:0 გაიმარჯვეს.
ლონდონის „არსენალი“ 5 ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, მაგრამ მომდევნო ტურში „მეთოფეები“ თუ „კრისტალ პალასს“ დაამარცხებენ, 22-წლიანი პაუზის შემდეგ გაჩემპიონდებიან.





