ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადის დასახელების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან ისაუბრა ნეიმარის გამოძახებაზე და ასევე, იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც შემადგენლობის მიღმა დატოვა:
„მსოფლიოს ჩემპიონატზე ნეიმარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. მთელი წელი ნეიმარის ანალიზს დავუთმეთ. მივხვდით, რომ ბოლო პერიოდში ფიზიკურად კარგადაა. ვწუხვარ იმ ფეხბურთელების გამო, რომელიც განაცხადში ვერ მოხვდნენ, მაგალითად, ჟოაო პედრო. მათ შანსი მომავალში ექნებათ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, ორ სპარინგს ჩაატარებს პანამისა და ეგვიპტის წინააღმდეგ.







