ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადი ოფიციალურად დაასახელა, სადაც მოხვდა ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი.
განაცხადში მოხვედრამ ნეიმარი ძალიან გაახარა და არა მარტო ის, ქუჩაში შეკრებილ გულშემატკივარში მისი სახელის ხსენებამ დიდი სიხარული და ემოცია გამოიწვია. ანჩელოტის ამ გადაწყვეტილებამ ასევე ძალიან გაახარა ნეიმარის ყოფილი თანაგუნდელი და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე მარსელო.
ბრაზილიის ნაკრების სრული შემადგენლობის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ლინკს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, ორ სპარინგს ჩაატარებს პანამისა და ეგვიპტის წინააღმდეგ.







