პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მან 27 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ოთხი მეკარეა და საბოლოო განაცხადის დასახელებისას, ერთ-ერთ მეკარეს შინ დარჩენა მოუწევს. სამაგიეროდ, სხვა პოზიციებზე ესპანელი სპეციალისტი სრულად ჩამოყალიბებულია.
კრიშტიანუ რონალდუ რა თქმა უნდა, განცხადშია და მეექვსე მუნდიალზე ითამაშებს და ის პირველი ფეხბურთელია, რომელიც ექვს მუნდიალზე განაცხადშია. მალე, ამავე შედეგს ლიონელ მესი და გილერმო ოჩოა გაიმეორებენ.
მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვზი), რუი სლვა (სპორტინგი), რიკარდო ველიო (გენჩლერბირლიგი)
მცველები: დიოგო დალო (მანჩესტერი), მათეუშ ნუნიეში (მანჩესტერ სიტი), ნელსონ სემედუ (ფენერბაჰჩე), ჟოაო კანსელო (ბარსელონა), ნუნუ მენდეში (პსჟ), გონსალო ინასიო (სპორტინგი), რენატო ვეიგა (ვილიარეალი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ტომაშ არაუჟო (ბენფიკა)
ნახევარმცველები: რუბენ ნევეში (ალ ჰილალი), სამუელ კოშტა (მალიორკა), ჟოაო ნევეში (პსჟ), ვიტინია (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი)
თავდამსხმელები: ჟოაო ფელიქსი (ალ-ნასრი), ფრანსისკო ტრინკაო (სპორტინგი), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი), პედრო ნეტო (ჩელსი), რაფაელ ლეაო (მილანი), გონსალო გედეში (სოსიედადი), გონსალო რამოში (პსჟ), კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი)
პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, უზბეკეთსა და კოლუმბიას შეხვდება. მანამდე მარტინესის გუნდი ამხანაგურ მატჩებს ჩილესთან და ნიგერიასთან გამართავს.




