ფეხბურთი

11:00 | 19.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალი მსოფლიო ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს

"ბარსელონას" 18 წლის შემტევი ლამინ იამალი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო მუნდიალის პირველ ორ მატჩს გამოტოვებს. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს და ის ჯგუფურ ეტაპზე კაბო-ვერდესა და საუდის არაბეთის ნაკრებებთან ვერ ითამაშებს.

ლამინ იამალმა დაზიანება 22 აპრილს "სელტა ვიგოსთან" გამართულ მატჩში მიიღო. მან პენალტის შესრულების დროს კუნთი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე H-ჯგუფში კაპო-ვერდეს, საუდის არაბეთის და ურუგვაის ნაკრებებთან ერტად იმყოფება. პირველ მატჩს კი, ესპანეთი 15 ივნის გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160163