UFC-ის ქვემძიმე წონის ბრაზილიელმა ჩემპიონმა ალექს პერეირამ MMAJunkie-თან ინტერვიუში UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე მომხდარ ამბებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ილია თოფურია მას, როგორც ძმა ისე დაუდგა გვერდში.
„მე ინგლისური არ მესმის და ჰოკიტი რასაც იძახდა ილია თოფურიამ ეს შეურაცხყოფად მიიღო. მან ეს დაინახა და როგორც ძმა, ისე დამიდგა გვერდში. ილიამ ჰოკიტს სახეში ბოთლი ან ბოთლის თავსახური ესროლა, როცა დაინახა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
ჩემი აზრით, ჰოკიტი სრულიად უაზრო ტიპია, ისეთი ადამიანია, საკუთარ ოჯახთანაც რომ ვერ აწყობს ურთიერთობას. პრობლემური კაცია, ისეთი, ვინც არავის მოსწონს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დაბნეული და პრობლემებით სავსე ადამიანია. მასთან შეხვედრა საბრძოლო კვირაში აუცილებლად მომიწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი იქნება ჩვენს გარშემო, რომ ზედმეტი არაფერი მოხდეს, თუმცა მე ისევ ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული ვიქნები, როგორც ყოველთვის", - განაცხადა პერეირამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიაც და ალექს პერეირაც თეთრი სახლის ღონისძიებაზე საჩემპიონო ორთაბრძოლებს გამართავენ, ქართველი "მატადორის" მეტოქე ჯასტინ გეჯი იქნება, ხოლო ბრაზილიელი სირილ განს შეხვდება.







