დონეცკის "შახტარის" ქართველი ფეხბურთელი უკრაინის ჩემპიონატში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველ ფეხბურთელს წარმატებული თამაში UA-Football-მა დაფასა.
დონეცკის „შახტარმა“ უკრაინის პრემიერლიგის 29-ე ტურში „კრივბასთან“ საგარეო მატჩში 3:2 მოიგო, ხოლო ირაკლის აზაროვის აქტივში საგოლე პასია.
ქართველი მცველი მოედანზე მე-14 წუთზე შევიდა და 41-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა, როცა ლასინა ტრაორეს გატანაში დაეხმარა. ირაკლი აზაროვს უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 2 საგოლე პასი აქვს აქტივში, კონფერენს ლიგაზე კი ხუთ თამაშში 1 ასისტით გამოირჩა.
„შახტარი“ უკვე ჩემპიონია და ბოლო ტურში კი 21 მაისს „კოლოსს“ შინ დაუპირისპირდება.







